понедельник, 9 декабря 2013 г.


1.პროექტის სახელწოდება- ნოდარ დუმბაძის ცხოვრება და შემოქმედება

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)-გადმოეცით მოკლედ რა ვიცით მწერლის ბიოგრაფიასა და ნაწარმოებების შესახებ
3.პროექტის აქტუალობა-აქტუალურია საკითხი იმ მხრივ,რომ მწერლის შემოქმედება განსაკუთრებით პოპულალურია მოზარდებში.მხატვრული ლიტერატურის კითხვას,სიყვარულს ბევრი მათგანი სწორედ მისი ნაწარმოებებით იწყებს
4.ებპროექტის მიზნი-დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას.შევეცდებით ჩვენი პროექტის საშუალებით დავაინტერესოთ ასეთი მოსწავლეები და მივაწოდოტ მწერლის ცხოვრების საინტერესო დეტალები და ის სილაღე,რის გამოც ასე პოპულარობით სარგებლობს მისი მოთხრობები არა მარტო მოზრდილებში,არამედ ბავშვებში
5.მონაწილეთა ასაკი-მეცხრე კლასი 14-15 წლის
6.ვადები-სასწავლო წლის რომელიმე ორი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები-პრეზენტაციების მომზადება,წარდგენა,ინტერნეტიდან,წიგნებიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება,ინტერვიუს აღება,სურათების ინტერნეტში განთავსება
8.ძირითადი რესურსები-ინტერნეტი,ვიდეოთეკა,წიგნები,ფოტოაპარატი
9.პროექტის მსვლელობა-მოსწავლეები დაიყოფიან ოთხ ჯგუფად.
პირველი-ინტერნეტსივრციდან,წიგნებიდან მოიძიებენ მასალას,ამზადებენ პრეზენტაციას მწერლის ბიოგრაფიაზე
მეორე-ჯგუფი იკვლევს მწერლის ენას,დიალექტიზმებს,პირველ პირში თხრობის მანერას,რომელიც მეტ უშუალობას სძენს ტექსტს,ექნებოდა თუ არა იგივე ეფექტი,პერსონაჟებს რომ სალიტერატურო ქართულით ემეტყველათ
მესამე- ინტერვიუს იღებს მწერლის ოჯახის წევრებისაგან
მეოთხე-მიდის მწერლის სახლ-მუზეუმში და ამზადებს სლაიდშოუს

10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას,განავითარებენ კვლევის უნარს,ინფორმაციის მოძიება-დამუშავების,წარდგენის,პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს,ინტერვიუს აღების ხელოვნებას.
11პროექტის ხელმძღვანელი-ინგა მაწკეპლაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა-ingamawkepladze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი-ingamawkepladze.blogspot.com